The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ყიფიანი

დავით ყიფიანი
სხვა სახელი:ქართლელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1892  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1856 წელს; 1861 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კანდიდატის ხარისხით. მისი სადისერტაციო თემა იყო "მეფე ვახტანგ VI სამართალი“.

თბილისში დაბრუნებისთანავე მან გახსნა პირველი კერძო სასწავლებელი პანსიონითურთ. იბრძოდა ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ და ქადაგებდა თავისუფალი აღზრდის პრინციპებს. 1868 წელს მომრიგებელ-მოსამართლედ დანიშნეს რაჭაში, 1870 წელს - ქუთაისში; 1871 წლიდან იყო თბილისის მაზრის მოსამართლე; 1971 წლიდან 15 წლის განმავლობაში - თბილისის ნოტარიუსი; აქტიურდ მონაწილეობდა ხიზანთა საკითხის შესწავლაში; თანამშრომლობდა "საქართველოს მოამბეში", "ივერიასა" და "დროებაში"; ენის რეფორმის საკითხში ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე იყო. საყურადღებოა მისი სოციალურ-ეკონომიკური და ისტორიული ხასიათის პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ნიკოლაი ჩერნიშევსკის  "სოვრემენნიკის" გავლენა იგრძნობა; რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების მიმდევარი, იგი ბატონყმობის მოსპობის აუცილებლობას კონკრეტული დოკუმენტური მასალებით ასაბუთებდა; თარგმნა უილიამ შექსპირისა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებები. მან თავისი ფილოლოგიური და ეკონომიკური სტატიებით, უცხო ლიტერატურის თარგმნით, კორესპონდენციებით და პრაქტიკული მოღვაწეობით, საგრძნობი წვლილი შეიტანა სამოციანი წლების ქართული ლიტერატურისა და აზროვნების განვითარების საქმეში.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net


გააზიარე: