შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დოლენჯაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1968 წელს. 1969 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მის თემატურ ციკლებად გაერთიანებულ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: "იმერეთის პეიზაჟი" (1983), "ჩემი სამშობლო" (1985), ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები – "გაფრთხილება" (1982), "განგაშის ზარები" (1987); ავტორია საინტერესო სერიებისა ("არქტიკა", "ჩუკოტკა", "თეთრი ზღვა", 1976-1978); მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშ–ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, გფრ–ში, ავსტრიაში; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოტექციებში; გრაფიკოსი, ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.471; primetime.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |