The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნაზარიშვილი

გიორგი ნაზარიშვილი
Date of birth:9 February, 1925
Date of death:November, 2011  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1954წწ. იყო ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1957–1959წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტი; 1964–1965წწ. სამედიცინო აკადემიის უროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1985წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის უროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზემო და ქვემო საშარდე გზების უროდინამიკის ცვლილებებს სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებათა დროს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თირკმელებისა და შარდსაწვეთის ფუნქცია უროსტაზის დროს"(გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1979). მისი ხელმძრვანელობით დაცულია 9 სადისერტაციო ნაშრომი. აქვს ორი საავტორო მოწმობა და პატენტი. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ბიოელექტრული აქტივობა", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებისა და შარდსაწვეთების ფუნქციური მდგომარეობა მექანიკური აუროსტაზის დროს", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.341

Bibliography


Share: