The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია არბატოვი

ილია არბატოვი
ოფიციალური სახელი:ილია აიგუბიანი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1894
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1967  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზაქათალა.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1921 წელს.

1913–1916წწ. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1916 წლიდან იყო  დ. ზუბალაშვილების სახლთან არსებული სომხური დრამატული თეატრის მოცეკვავე, პარალელურად გამოდიოდა ესტრადაზე, ასრულებდ კავკასიურ ხალხურ ცეკვებს; 1927–1932წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე და ბალეტმაისტერი; 1924–1938წწ. ყაზანის, უფის, ტაშკენტის, ხარკოვის საოპერო თეატრების წამყვანი სოლისტი და ბალეტმაისტერი; 1937–1958წწ. მუშაობდა ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ როგორც წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი მთავარი ბალეტმაისტერი; ის იყო სომხური ეროვნული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი; შესანიშნავად იცოდა კავკასიური და ზოგადად აღმოსავლური საცეკვაო ფოლკლორი; დგამდა ცეკვებს საქართველოს, სამხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ ოსეთის ხალხური ცეკვების ანსამბლებში; სხვადასხვა დროს ასწავლიდა მოსკოვის და ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში; წლების მანძილზე, გარდაცვალებამდე მხატვრულ ხელმძღვანელობას უწევდა თბილისის ოფიცერთა სახლთან არსებულ ცეკვის ანსამბლს; ქორეოგრაფიულად გააფორმა მრავალი სპექტაკლი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში; ავტორია საბალეტო სცენარების; რეპერტუარი: გირეი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), ლი შანფუ(გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ექიმი(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), გაბო(ხაჩატურიანი "ბედნიერება"), მატო(ეღიზარიანი "სევანი"); დადგმები: დელიბის "კოპელია", პ. ჩაოკოვსკის "გედების ტბა", გლიერის "წითელი ყაყაჩო"(თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - დრამატული და მუსიკალური თეატრების საკავშირო ფესტივალი

გააზიარე: