შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვახანი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა გორის სამაზრო სასწავლებელი 1848 წელს; სწავლა განაგრძო კავკასიის სამიჯნე სკოლაში (თბილისი). კავკასიის სამიჯნე სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში იყო. ამავე დროს პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. 1871 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში (ვლადიკავკაზში), სადაც თერგის მხარის გამიჯვნის საქმის უფროსად მუშაობდა და აქვე გარდაიცვალა "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის" ჩინით; მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის" დაარსებასა და მის საქმიანობაში; იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი გამგეობის წევრი; ქართული სკოლები გახსნა სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში; მას ეკუთვნის არითმეტიკისა და გეომეტრიის პირველი ქართული სახელმძღვანელოები; საქართველოსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის რუკები (1886); ქართული სასტამბო ე.წ. "ვენური" შრიფტი (1864, ახლანდელი "ჩვეულებრივი"); აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ცხოვრებაში; 1886 წლიდან "ივერიაში" თანამშრომლობდა; პირველმა თარგმნა ქართულად მიხეილ ლერმონოტოვის "ჩვენი დროის გმირი", უილიამ შექსპირის "იულიუს ცეზარი" და სხვ.; მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა "თერგის ოლქის მთიელთა შორის განათლებისა და ტექნიკური ცოდნის გამავრცელებელი საქველმოქმედო საზოგადოება", რომლის პირველი თავმჯდომარე 1883 წლიდან თვითონ იყო; მისი თაოსნობით 1890 წელს გამოიცა "ოსური ანბანი"; მისი მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი ოსეთში საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმეს; ავტორია წიგნისა "ყაზბეგიდან იალბუზამდე" (1884, რუსულ ენაზე); მისი მეშვეობით გაეცო ქართველი ხალხი კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედებას, ვისთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა; მიხეილ ყიფიანის ღვაწლს მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძემ. ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.655; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.358 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |