The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ არსენიძე

თეიმურაზ არსენიძე
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს (ტანსაცმლის მოდელირება).

1991 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს (ქართული მუსიკალური სპექტაკლები): ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"", ო. თაქთაქიშვილის "მინდია", ა. ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები", შ. დავიდოვ–დავითაშვილის ბალეტი "ზვიადაური"; სხვა სპექტაკლები: როსინის "სევილიელი დალაქი" (1976), ვერდის "ტრავიატა", "ტრუბადური", დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური", მასკანის "სოფლის ღირსება", ლეონკავალოს "ჯამბაზები", მეიტუსის "ახალგაზრდა გვარდია", ბეთჰოვენის "ფიდელიო" (1994, პირველი დადგმა საქართველოში), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"; ბალეტები: გუნოს "ვალპურგის ღამე", ი. შტრაუსის "ცისფერი დუნაი", დ. შოსტაკოვიჩის "ქალიშვილი და ხულიგანი", ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"; თეატრალური მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 38; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: