Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ არსენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს (ტანსაცმლის მოდელირება). 1991 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს (ქართული მუსიკალური სპექტაკლები): ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"", ო. თაქთაქიშვილის "მინდია", ა. ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები", შ. დავიდოვ–დავითაშვილის ბალეტი "ზვიადაური"; სხვა სპექტაკლები: როსინის "სევილიელი დალაქი" (1976), ვერდის "ტრავიატა", "ტრუბადური", დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური", მასკანის "სოფლის ღირსება", ლეონკავალოს "ჯამბაზები", მეიტუსის "ახალგაზრდა გვარდია", ბეთჰოვენის "ფიდელიო" (1994, პირველი დადგმა საქართველოში), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"; ბალეტები: გუნოს "ვალპურგის ღამე", ი. შტრაუსის "ცისფერი დუნაი", დ. შოსტაკოვიჩის "ქალიშვილი და ხულიგანი", ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"; თეატრალური მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 38; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |