შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშო ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1875 წელს. საქართველოში დაბრუნდა და სამსახური დაიწყო ქუთაისში; ე. იოსელიანთან და ი. ქიქოძესთან ერთად შექმნა არალეგალური ხალხოსნური ჯგუფები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას საყოველთაო აჯანყებისათვის ამზადებდნენ; კავშირი ჰქონდა რუსეთის ნაროდნიკულ ორგანიზაციებთან; 1876 წელს დააპატიმრეს და ორი წლის შემდეგ ორენბურგში გადაასახლეს; 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლობა დაიწყო ჯერ თბილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ - ამიერკავკასიის (გორის) სამასწავლებლო სემინარიაში; იყო გორში შექმნილი და კონსპირაციულად მოქმედი რევოლუციურ ხალხოსანთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1883 წელს კვლავ დააპატიმრეს და ქ. უსტკამენოგორსკში გადაასახლეს; 1887 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სიცოცლის ბოლომდე რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა - 1876, 1881წწ. ის მსახიობობდა; 1887 წლიდან რეჟისორობდა ქართულ დასში; წერდა ლექსებს და ნარკვევებს სოფლის ცხოვრების სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე (1875, 1881); 1880 წელს თარგმნა ბაირონი; 1883 წელს - წიგნები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე; დიდია მისი ღვაწლი ქართული გრამატიკისა და ეტიმოლოგიის საკითხების დამუშავებაში; წერდა "ზემო ქართლელის", "იორდანე ტუსაღის", "ტუსაღის" და სხვა ფსევდონიმებით. რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.655; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |