The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიშო ყიფიანი

მიშო ყიფიანი
Legal name:მიხეილ ყიფიანი
Other name:ზემო ქართლელი  (Pseudonym)
იორდანე ტუსაღი  (Pseudonym)
ტუსაღი  (Pseudonym)
Date of birth:12 April, 1846
Date of death:2 March, 1916  (at 69 years)
Burial location:სოფელი ქვიშხეთი
Category:Educator, Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1875 წელს.

საქართველოში დაბრუნდა და სამსახური დაიწყო ქუთაისში; ე. იოსელიანთან და ი. ქიქოძესთან ერთად შექმნა არალეგალური ხალხოსნური ჯგუფები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას საყოველთაო აჯანყებისათვის ამზადებდნენ; კავშირი ჰქონდა რუსეთის ნაროდნიკულ ორგანიზაციებთან; 1876 წელს დააპატიმრეს და ორი წლის შემდეგ ორენბურგში გადაასახლეს; 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლობა დაიწყო ჯერ თბილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ - ამიერკავკასიის (გორის) სამასწავლებლო სემინარიაში; იყო გორში შექმნილი და კონსპირაციულად მოქმედი რევოლუციურ ხალხოსანთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1883 წელს კვლავ დააპატიმრეს და ქ. უსტკამენოგორსკში გადაასახლეს; 1887 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სიცოცლის ბოლომდე რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა - 1876, 1881წწ. ის მსახიობობდა; 1887 წლიდან რეჟისორობდა ქართულ დასში; წერდა ლექსებს და ნარკვევებს სოფლის ცხოვრების სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე (1875, 1881); 1880 წელს თარგმნა ბაირონი; 1883 წელს - წიგნები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე; დიდია მისი ღვაწლი ქართული გრამატიკისა და ეტიმოლოგიის საკითხების დამუშავებაში; წერდა "ზემო ქართლელის", "იორდანე ტუსაღის", "ტუსაღის" და სხვა ფსევდონიმებით. რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.655; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138

Bibliography


Share: