The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ ყიფიანი

სამსონ ყიფიანი
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:1937  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორჩანა, ტყიბულის რაიონი. 

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1880 წელს.

ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთაისის სააზნაურო ოთხგანყოფილებიან სკოლაში, სადაც ორი წელი დაჰყო. ამ პერიოდში, ქუთაისში აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ფეხს იკიდებდა ქართული მუდმივი თეატრი და იგი აკაკის თხოვნით მონაწილეობდა ახალჩმოყალიბებულ დასში, როგორც მსახიობი. 1882 წელს მან მოახერხა პეტერბურგში გამგზავრება და შევიდა სასულიერო აკადემიაში. რუსეთში მხოლოდ ორი წელი დარჩა და ავადმყოფობის გამო სწავლა ვეღარ გაგრძელა. 1884 წელს სამკურნალოდ  მყოფს, იაკობ გოგებაშვილმა შესთავაზა თბილისის სააზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. პედაგოგიური მუშაობის გარდა, მოღვაწეობდა ქართულ სცენაზე როგორც მსახიობი და თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთან". "დროების" დახურვის შემდეგ ათავსებდა კრიტიკულ, მხატვრულ და იუმორისტულ წერილებს "ივერიაში"; "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მესვეურებმა შესთვაზეს ძველ სენაკში განზრახული სააზნაურო სკოლის ხელმძღვანელობა და მან სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება. სასწავლებელი გაიხსნა 1884 წელს. იგი ენერგიულად შეუდგა სასწავლებლის მოწყობისა და გახსნის საქმეს. ძველი სენაკის სააზნაურო სკოლა ქართული კულტურის პატარა კერას წარმოადგენდა, ამ კერის შემქმნელი და ხელმძღვანელი სამსონ ყიფიანი იყო. იგი ამ თანამდებობაზე 1898 წლამდე იყო. იმავე წელს გადმოვიდა ქუთისის სააზნაურო სკოლაში, სადაც პირველად მოსამზადებელ კლასებში, შემდეგ პროგიმნაზიულ კლასებში ასწავლიდა რუსულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. 25 წლის განმავლობაში მოღვაწაეობდა ქუთაისში. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ენერგიულად განაგრძობდა მუშობას საბჭოთა სკოლაშიც.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net


გააზიარე: