შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ნამორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1974–1976წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი თერაპევტი და კარდიოლოგი; 1976–1979წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, გერიატრიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1985წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან ომის ვეტერანთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, 1986–1998წწ. მისი სამეცნიერო–პრაქტიკული ხელმძღვანელობით მომზადდა 114 ექიმი–ინტერნი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი სპიროველოეგომეტრიული მონაცემები ხანშიშესული ასაკის ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადების ქრონიკული ფორმების დროს", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.218 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |