The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ნანობაშვილი

Date of birth:4 December, 1958  (65 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981 წელს იყო თბილისის N5 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1985–1987წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ელექტრო–ფიზიოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1987–1991წწ. 29–ე პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ; 1991 წლიდან N1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის მოზრდილთა განყოფილების ექიმ–თერაპევტად. 1992 წლიდან ჩინური მედიცინის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კარდიოლოგიურ, თერაპიულ, ეპიდემიოლოგიურ, რეანიმატოლოგიურ, ბიოქიმიურ პრობლემებს. თერაპივტი(კარდიოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის შეკუმშვის ფაზური სტრუქტურისა და მიოკარდიუმის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებები ჰემორაგიული შოკის დროს ექსპერიმენტში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.219

Member of Organizations

  • კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საერთაშორისო საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობის და სიცოცხლისათვის", წევრი

Share: