შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ნარსია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1977-1984წწ. თბილისის კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1984-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ასისტენტი, დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის თავისებურებანი და მისი დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობასა და რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის, ჰორმონალური სტატუსის თავისებურებანი და სისხლის მიმოქცევის დარღვევის კომპენსაციის მექანიზმები გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმების გლიკოზიდებით, პერიფერიული ფაზიდილატიცირებითა და სიმპტომატური საშუალებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.219; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.355; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |