The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ნასიძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1917  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1939 წელს.

1945–1952წწ. მუშაობდა ბორჯომში 14–56–ე ევაკოჰოსპიტალში; 1942–1945წწ. იყო ბორჯომის მუშათა უბნის პოლიკლინიკის პედიატრი; 1945–1952წწ. თბილისის ბავშვთა მე–9 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1953–1954წწ. მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ კლინიკაში; 1955–1960წწ. თბილისის რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოში; 1960–1992წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვებში სისხლის შრატში გლიკოპროტეიდების ცილების კომპლექსური გამოკვლევის მნიშვნელობა რევმატიზმის დროს", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.219

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: