შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციალა ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1954წწ. იყო ტყიბულის რაიონის პედიატრი; 1954-1958წწ. რაიონის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ორდინატორი; 1958-1961წწ. სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1961-1973წწ. ამავე კათედრის ლაბორანტი, 1973 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა. კურირებდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის სამკურნალო მუშაობას. არის თანავტორი პროფესორ ქერქაძის რედაქციით გამოსული სახელმძღვანელოსი -"პედიატრია"(1995). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ზოგიერთი მორფოლოგიური, სეროლოგიური და ზოგიერთი ცვლილებების საკითხისათვის მელოგინე ქალებში და ახალშობილებში ABO შეთავსების მიხედვით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.225 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |