The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ნაფეტვარიძე

დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972-1976წწ. იყო ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1976-1979წწ. თერაპიის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაირა ორდინატურა, 1979-1994წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის და ინფარქტის განყოფილების ექიმი. 1994 წლიდან არის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პრობლემებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული  სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: