The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ნემსაძე

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1992 წელს.

1992-1993წწ. იყო თბილისის მე-9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ინტერნი; 1994 წლიდან სამედიცინო აკადემიის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ამავე ინსტიტუტის ფასიანი ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი და თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიულ-სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს ერთი საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე. ყბა-სახსრის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ-ნეონის ლაზერის გამოყენება ფერად ანტისეპტიკებთან ერთად ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობაში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.222


გააზიარე: