The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მეგი ნიკოლაიშვილი

დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1977წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის კათედრაზე; 1977-1979წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ჰიპერტონიის და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1979 წელს რეაბილიტაციის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს ხელმძღვანელობდა გულ-სისხლძარღვთა  დაავადების ფიზიკური და არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის ჯგუფს, 1996 წლიდან სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი-მეთოდისტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა ფიზიკური რეაბილიტაციის შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს მეთოდისტებისა და მასაჟისტების მუშაობას. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამკურნალო ფიზკულტურის სხვადასხვა ფორმებისა და მასთან შერწყმული ველოწვრთნის შედარებითი  შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის სტაციონარულ ეტაპზე", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.223

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - თბილისის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის ჯილდო

გააზიარე: