Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს. 1934-1938წწ. იყო თბილისის სატყეო ინსტიტუტის, ხოლო 1939-1947წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე; 1941-1945წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1947-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში; 1949-1954წწ. ტექნიკური მექანიკის კათედრის გამგე; სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონალურ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს; იყო საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი; 1960 წელს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პირველი პრემია სახელმძღვანელოსთვის "ჰიდრომექანიკა". ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.473 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |