შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. 1870-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში ("ივერია", "დროება", "ცნობის ფურცელი", "მოამბე"); 1981 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და პარალელურად ჟურნალ "ივერიის" რედაქციის მდივანი; 1886 წლიდან - გაზეთ "ივერიის" მდივანი; 1903-1905წწ. - გაზეთ "ივერიის" რედაქტორი. იყო მრავალმხრივი მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბიბლიოგრაფი; შეადგინა "სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელო" (კათოლიკოს კირიონთან ერთად, გამოიცა 1898, 1908, 1920). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები რ. ერისთვის, შ. არაგვისპირელის, ე. გაბაშვილის შემოქმედებაზე, ზოგადი ხასიათის სალიტერატურო ნარკვევები, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომი ა. პუშკინის შესახებ (1899), კავკასიის რუსული და ქართული პერიოდული პრესის მიმოხილვანი (1901), ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პირველი ვრცელი ნარკვევი (1914), რომელიც წამძღვარებული ჰქონდა პოეტის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეული გამოცემის I ტომსა და სხვ. თარგმნა პ. ბურჟეს, ა. დოდეს, გი დე მოპასანის, შ. მონტესკიეს, ჰ. სენკევიჩის, ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და სხვ. თხზულებანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |