Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. 1870-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში ("ივერია", "დროება", "ცნობის ფურცელი", "მოამბე"); 1981 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და პარალელურად ჟურნალ "ივერიის" რედაქციის მდივანი; 1886 წლიდან - გაზეთ "ივერიის" მდივანი; 1903-1905წწ. - გაზეთ "ივერიის" რედაქტორი. იყო მრავალმხრივი მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბიბლიოგრაფი; შეადგინა "სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელო" (კათოლიკოს კირიონთან ერთად, გამოიცა 1898, 1908, 1920). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები რ. ერისთვის, შ. არაგვისპირელის, ე. გაბაშვილის შემოქმედებაზე, ზოგადი ხასიათის სალიტერატურო ნარკვევები, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომი ა. პუშკინის შესახებ (1899), კავკასიის რუსული და ქართული პერიოდული პრესის მიმოხილვანი (1901), ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პირველი ვრცელი ნარკვევი (1914), რომელიც წამძღვარებული ჰქონდა პოეტის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეული გამოცემის I ტომსა და სხვ. თარგმნა პ. ბურჟეს, ა. დოდეს, გი დე მოპასანის, შ. მონტესკიეს, ჰ. სენკევიჩის, ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და სხვ. თხზულებანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |