შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესფირ ნაციაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი ტროპიკოლოგიის განხრით; 1956–1972წწ. ქალაქის სადეზინფექციო სადგურის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1972–1980წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრის ექიმი–იმუნოლოგი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. სამუშაოდ იმყოფებოდა გერმანიაში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრსა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ქოლერის ეპიდემიის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციაში, მოხსენებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფორუმებზე. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავური ინფექციის კერებში დეზინფექციის ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.221 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |