The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ნინუა

ნინო ნინუა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1970წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორი; 1970–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1993–1995წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1994 წლიდან - კათედრის გამგე და პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო და ორი მეთოდური რეკომენდაცია. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები თავის ტვინის იშემიური ინსულტის კლინიკისა და პათოგენეზის საკითხისათვის", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის რეოლოგიური მაჩვენებლები თავის ტვინის იშემიური დაავადებების კლინიკასა და პათოგენეზში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.224; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.356

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • მედიკო–სოციალური აკადემია, აკადემიკოსი
  • ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: