The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეზეკია ხაზარაძე

ეზეკია ხაზარაძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1902
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1963  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მებაღე-მევენახეობის დარგი 1930 წელს.

1930 წელს იყო კახეთის საცდელი სადგურის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1931 წელს ფიტოპათოლოგიის საცდელი სადგურის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1932-1945წწ.  მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1932 წელს სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფითოპათოლოგიის სადოცენტო კურსის ხელმძღვანელი; ამავე კურსს კითხულობდა სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში და ამიერკავკასიის უმაღლესს სასოფლო-სამეურნეო სკოლაში; 1945-1946წწ. მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიკოლოგიური ლაბორატორიის გამგე; 1946 წელს სიცოცხლის ბოლომდე მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომისა. საბჭოთა კავშირში პირველად აღწერა და შეისწავლა მშრალი სუბტროპიკულ კულტურათა ავადმყოფობანი და მათ შორის ბროწეულის კიბოს და ნაყოფების ლპობის გამომწვევი ავადმყოფობა ზითიოზი; პირველმა გამოავლინა ფომოპსისის წარმომადგენლების გვარი და დაადგინა მათ შორის კავშირი. შეისწავლა ხურმის ავადმყოფობების ფომოპსისის და ბოტრიტისის ეტიოლოგია და ბიოლოგიური თავისებურებები და თეორიულად დაასაბუთა ავადმყოფობებისადმი გამძლეობა, დაადგინა მათთან ბრძოლის ღონისძიება(განსაკუთრებით მშრალი სუბტროპიკული კულტურების და ხეხილის ავადმყოფობათა მიმართ). მის მიერ შემუშავებულ იქნა ავადმყოფობების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. დოცენტი(1945).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - ბადრიჯნის ფომოპსისის /Phomopsis vexans Hart./ ბიოეკოლოგია და მასთან ბრძოლა საქართველოში", დაიცვა 1941 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - შრომის წითელი დროშის ორდენი , ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: