შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ნიქაბაძე-ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს. 1950–1952წწ. იყო ზესტაფონის სამშობიარო სახლის მიკროპედიატრი; 1952–1962წწ. სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1962–1980წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის; 1975 წლიდან ხაშურის რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის კურატორია. მის მიერ შედგენილია გულის სარქველის პროლაფსის ერთიანი პირველი კოდირებული კლასიფიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე (Georgian Medical News, 1996, N21). ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვთა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილის მიკროფლორა და მისი გადანაწილების მნიშვნელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიაში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.225 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |