The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ნიქაბაძე-ორჯონიკიძე

ეთერ ნიქაბაძე-ორჯონიკიძე
Legal name:ეთერ ნიქაბაძე
Date of birth:10 January, 1925
Date of death:22 December, 2006  (at 81 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, ქ. თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1950–1952წწ. იყო ზესტაფონის სამშობიარო სახლის მიკროპედიატრი; 1952–1962წწ. სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1962–1980წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის; 1975 წლიდან ხაშურის რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის კურატორია. მის მიერ შედგენილია გულის სარქველის პროლაფსის ერთიანი პირველი კოდირებული კლასიფიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე (Georgian Medical News, 1996, N21). ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვთა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილის მიკროფლორა და მისი გადანაწილების მნიშვნელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიაში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.225

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • თბილისის პედიატრთა ასოციაცია, წევრი (1964-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)

Awards and Honors

  • 1998 - შრომის საპატიო სიგელი, მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • 1963 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: