შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1981 წელს (მუსიკის თეორია). 1952-1956წწ. სწავლობდა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელში (საფორტეპიანო, თეორიული); 1961-1991წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (თეორიული საგნები), 1990 წლიდან პროფესორი; 1970-1975წწ. იყო უმაღლესი საატესტაციო კომისიის სასწავლო მდივანი მუსიკალური ხელოვნების დარგში; 1989-1992წწ. საექსპერტო კომისიის წევრი; 1991-2006წწ. თბილისის მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკა-პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1991 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, 2013 წლიდან ემერიტუსი; 1993-2006წწ. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2008-2013წწ. თბილისის კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მისი მოწაფეები იყვნენ: მ. ნადარეიშვილი, ს. კასიანი, ე. წეროძე, მ. ტაბლიაშვილი, ს. ხმიადაშვილი, ნ. ჟვანია, ნ. ტოროშელიძე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკისმცოდნე, თეორეტიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О симфоническом стиле А. Хачатуряна", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "А. Хачатурян и музыка Советского Востока (язык, стиль, традиции)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.38 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |