შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს. 1992–1994წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994–1995წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტტთან არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 1998 წლიდან არის "ტასისის" სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მენეჯმენტის პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. "იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს" ეგიდით გაიარა საავადმყოფოთა ადმინისტრაციების კურსები იაპონიის "ჯანდაცვის ორგანიზაციის ეროვნულ ინსტიტუტში". კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დილზემის მოქმედების მექანიზმები, ექსპერიმენტული შესწავლა და ამ პრეპარატით მკურნალობის ოპტიმიზაციის ზოგიერთი კლინიკურ ფარმაკოლოგიური ასპექტი", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.228 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |