შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1959წწ. - კურორტ აბასთუმნის სანატორიუმ "ზეკარი"-ს ექიმი-ორდინატორი; 1959-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიის კათედრის ასპირანტი; 1963-1981წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1981-1995წწ. - დოცენტი; 1995 წლიდან - აღნიშნული კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 39 სამეცნიერო ნაშრომი ტუპერკულოზის პათოგენეზის, იმუნოგენეზის, კლინიკის, და სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე. ექიმი-ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ფილტვის ტუპერკულოზით დაავადებულებში", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზის პათოგენეზის და იმუნოგენების თანამედროვე ასპექტები და პლაფერონის როლი ფილტვის დესტრუქციული ტუპერკულოზით დაავადებულთა კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |