The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასათიანი

დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1945
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2017  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1966 წელს.

მუსიკალური განთლება მიიღო ქ. ქუთაისის I მუსიკალურ სკოლაში; 1970 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი); ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1993 წლიდან პროფესორი, 1994 წლიდან პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1996 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ეროვნული ინსტიტუტის (ამჟამინდელი ილიას უნივერსიტეტი) განყოფილების გამგე; გამართული აქვს სოლო კონცერტები გამოჩენილ მომღერლებთან ლ. ჭყონიასთან, ნ. ანდღულაძესთან, ზ. ანჯაფარიძესთან; შესრულებული აქვს: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ დაეთერი", "დაისი"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ავთანდილი, გიორგი მეფე (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), გელა (რ. ლაღიძე "ლელა"), ამონასრო, ჟერმონი(ვერდი "აიდა", "ტრავიატა"), ონეგინი (პ. ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); გასტროლებით იმოგზაურა: მოსკოვი, გერმანია, იტალია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 40

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: