Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1966 წელს. მუსიკალური განთლება მიიღო ქ. ქუთაისის I მუსიკალურ სკოლაში; 1970 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი); ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1993 წლიდან პროფესორი, 1994 წლიდან პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1996 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ეროვნული ინსტიტუტის (ამჟამინდელი ილიას უნივერსიტეტი) განყოფილების გამგე; გამართული აქვს სოლო კონცერტები გამოჩენილ მომღერლებთან ლ. ჭყონიასთან, ნ. ანდღულაძესთან, ზ. ანჯაფარიძესთან; შესრულებული აქვს: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ დაეთერი", "დაისი"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ავთანდილი, გიორგი მეფე (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), გელა (რ. ლაღიძე "ლელა"), ამონასრო, ჟერმონი(ვერდი "აიდა", "ტრავიატა"), ონეგინი (პ. ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); გასტროლებით იმოგზაურა: მოსკოვი, გერმანია, იტალია. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 40 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |