შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ომანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1988 წელს. იყო სსკ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკო-ბიოლოგიურ პრობლემათა კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 118 სამეცნიერო ნაშრომის სადისერტაციო ნაშრომის პრობლემათა ირგვლივ. საავიაციო, კოსმიური და საზღვაო მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ორგანიზმის კრანიო-ცერებრალური გაციება კოსმიური ფრენის მოდელირებული ფაქტორების ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.229 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |