The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ოქროსცვარიძე

დაბადების თარიღი:24 მაისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983 წლიდან არის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომელი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა ინფექციური დაავადებების, ჰეპატოლოგიის, ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებზე. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაზერის სხივის იმუნომოდულაციური ეფექტი B ჰეპატიტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უმაღლესი კატეგორიის ექიმ-ინფექციონისტი

გააზიარე: