The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ოკუჯავა

ნათელა ოკუჯავა
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1988წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილრბის ინტერნი; 1989-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991-1992წწ. - კათედრის ასისტენტ-სტაჟიორი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ეპილეპტოლოგიის პრობლემებზე საერთაშორისო და ეროვნულ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები; თანამშრომლობს  უცხოეთის წამყვან ეპილეფსიის ცენტრებთან; რეგულარულად მონაწილეობს მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; 1998 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის II ხარისხის სტიპენდიანტი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ელექტროფიზიოლოგიურ გამოვლინებათა  და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებები პუბერტაციულ პერიოდში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა და მოზარდთა ეპილეფსია: კლინიკური, ელექტროენცეფალოგრაფიული და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.228; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ეპილეფსია და გარე სამყარო", პრეზიდენტი
  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: