The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორი (ეპისკოპოსი)

ნესტორი
ოფიციალური სახელი:ნესტორ ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1938  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის სამების ეკლესიის გალავანი, ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხაყრუა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1871 წელს, თბილისის სასულიერო სემინარია 1877 წელს.

1877 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, ასწავლიდა ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს, საეკლესიო ტიპიკონსა და არითმეტიკას; 1882 წლიდან იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი; 1883 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში; იმავე წელს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ; 1884 წელს ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს; 1887 წლიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, იმავე წელს გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად; 1888 წელს აირჩიეს წმიდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრად; მამა ნესტორმა წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს; 1889 წელს დაინიშნა ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესედ; 1890 წლიდან იყო ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესე; 1896 წელს დაინიშნა გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1906 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 1906-1909წწ. მსახურობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში; 1910 წელს აღიკვეცა ბერად; 1910-1912წწ. მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარი იყო; 1912-1915წწ. მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში; 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში; 1915-1917წწ. კვლავ მოწამეთას მონასტერში მსახურობდა; 1918-1923წწ. არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის წინამძღვარი იყო; 1924 წელს ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად; 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად; ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ; 1928 წელს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლიდან წილკნელია; 1930 წელს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. ეპისკოპოს ნესტორს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: "სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად," "შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია", "ახსნითი ლოცვანი", "ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა", "საიდუმლოების ახსნა", "ქრისტეს სწავლის გავრცელება", "ღირსი მამა დავით გარეჯელი", "ცოლქმრობა", "გზა ცხოვრებისა."

წყარო: საეკლესიო ბიბლიოთეკის ვებგვერდი: library.church.ge; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: