შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ აჩბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჩანდარა, გუდაუთის რაიონი. პროფესიული ქორეოგრაფიული განათლება არ მიუღია. 16 წლის აჩბა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ახალგაზრდა ლოტბარმა პლ. ფანცულაიამ აღმოაჩინა სოფელ ლიხნში გამართულ ცხენოსანთა ერთ-ერთ ზეიმზე. ამის შემდეგ, იგი, როგორც აფხაზური ცეკვების უბადლო შემსრულებელი და ქორეოგრაფი მჭიდროდ დაუკავშირდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. მასობრივი და სახასიათო ცეკვების შესასწავლად იგი ჩრდილოეთ ოსეთში მიავლინეს, რამაც საგრძნობლად გაამდიდრა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია. სოხუმში დაბრუნების შემდეგ ვლ. აჩბამ პლ. ფანცულაიასთან ერთად დახვეწა ეროვნული მასობრივი და ინდივიდუალური ცეკვები. ამის შესანიშნავი მაგალითია მასობრივი ცეკვის "აიბაკრა-შარათინის" წარმატება. 1934 წელს თბილისში ჩატარებულ ამიერკავკასიის ხალხთა მხატვრული თვითშემოქმედების ოლიმპიადაზე, პირველი ადგილი დაიკავა, რაშიც დიდი წვლილი ანსამბლის ქორეოგრაფსა და ვირტუოზ მოცეკვავეს ვ. აჩბას მიუძღოდა. მას განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ 1937 წელს. სცენის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე მუხლებზე ცეკვით გასრიალებას "აჩბური" უწოდეს, რადგან ეს ილეთი აჩბამ დაამკვიდრა. მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა აფხაზური ცეკვების განვითარებასა და გავრცელებაში. ხალხურ ფოლკლორზე დაყრდნობით აღმოაჩინა და დახვეწა სხვადასხვა მასობრივი და საფერხულო ცეკვები, მრავალ ახალგაზრდას ჩაუნერგა ეროვნული ცეკვის სიყვარული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 46; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.42; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.25 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |