The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აჩბა

დაბადების თარიღი:1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჭანდარა, გუდაუთის რაიონი.

პროფესიული განათლება არ მიუღია; 16 წლისა იგი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ახალგაზრდა ლოტბარმა პლ. ფანცულაიამ აღმოაჩინა; იყო აფხაზური ცეკვების უბადლო შემსრულებელი და ქორეოგრაფი; მასობრივი და სახალხო ცეკვების შესასწავლად იგი ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფებოდა; 1937 წელს მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე ამ ანსამბლის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზური ცეკვების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 46

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: