შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დუგლას ომიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1958 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1967წწ. იყო ქ. ჩიმკენტის(ყაზახეთი) მეექვსე სამედიცინო გაერთიანების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, პარალელურად ატარებდა ლექცია-პრაქტიკულებს ქირურგიაში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1967-1970წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1970 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ტრამვატოლოგიის, ორთოპედიის და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრაზე ასისტენტად. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის და 6 გამოგონების ავტორი. ტრამვატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორუნდული კერამიკის გამოყენების შესაძლებლობანი ძვალსახსროვან ქირურგიაში", დაიცავა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.229 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |