The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუგლას ომიაძე

დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1958 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1967წწ. იყო ქ. ჩიმკენტის(ყაზახეთი) მეექვსე სამედიცინო გაერთიანების  საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, პარალელურად ატარებდა ლექცია-პრაქტიკულებს ქირურგიაში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1967-1970წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1970 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ტრამვატოლოგიის, ორთოპედიის და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრაზე ასისტენტად. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის და 6 გამოგონების ავტორი. ტრამვატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორუნდული კერამიკის გამოყენების შესაძლებლობანი ძვალსახსროვან ქირურგიაში", დაიცავა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.229

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ართროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრამვატოლოგ–ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • გამომგონებლის სამკერდე ნიშანი და დიპლომი

გააზიარე: