The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო ყულოშვილი-კონჭოშვილი

სოფიო ყულოშვილი-კონჭოშვილი
Legal name:სოფიო კონჭოშვილი
Date of birth:1871
Date of death:1946  (at 75 years)
Burial location:კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოდაშენი, თელავის მაზრა.

დაამთავრა თელავის წმ. ნინოს სასწავლებელი 1892 წელს. იმავე წელს ცოლად გაჰყვა ჰერელ ნიკოლოზ ყულოშვილს და გადასახლდნენ ჰერეთში, კახში. ორი წლის შემდეგ მისი მეუღლე გარდაიცვალა, მაგრამ მან არ დატოვა ჰერეთი და სამუდამოდ დარჩა იქ საცხოვრებლად. 1896 წელს დანიშნეს კახის საეკლესიო-სამრევლო სკოლის საქალებო, პირველდაწყებითი) მასწავლებლად და გამგედ. ასწავლიდა ქართულ ენას, რუსულ ენასა და არითმეტიკას, აგრეთვე ჭრა-კერვას, ქარგვას, ჯეჯიმების ქსოვას ფერადი ძაფებით და ყოველგვარ ხელსაქმეს; იგი დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს თითოეულ მოსწავლეს, თავისი ხელით უკერავდა ტანსაცმელს. იგი ამავე დროს თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. მეგობარ ქალებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სარაღნის(თრიმლი) მოჭრა-გახმობაში და აღებულ ფულს სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას ახმარდა, უფრო ხშირად კი ღარიბ ჰერელ სტუდენტებს უგზავნიდა სხვადასხვა ქალაქებში; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხშირად მის სახლში კრებებიც იმართებოდა. ჰერელი ხალხი თავისი ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის ბევრით არის დავალებული სოფიო ყულოშვილისგან, ამის გამო მას სოფიო-დედა შეარქვეს; ჰერელმა ხალხმა იგი თემის კომისრადაც აირჩია და სოფიო პირნათლად ასრულებდა ამ მოვალეობას 1917-1920 წლებში. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.738 


Share: