The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ახმეტელი

დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1993 წელს.

1993–1997წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, 1997–2002წწ. თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, 2003–2006წწ. მაკედონიის ეროვნული თეატრის სოლისტი, 2007 წლიდან თბილისის ოპერისა  და ბალეტის თეტრის წამყვანი სოლისტი; მის რეპერტუარშია: ბახი "ჩაკონა", მოცარტი "მოცარტიანა", შახრიარი(ამიროვი "ათასერთი ღამე"), ალი("კორსარი"), პორგი(გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), ჯეიმსი("სილფიდა"), პრინცი(პ. ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ბაზილიო, ესპადა(მინკუსი "დონ–კიხოტი"), კოლენი(ჰერტელი "ამაო სოფრთხილე"), მენგო(კრეინი "ლაურენსია"), რომეო(პ. ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა"), სოლო პარტიები: (ბიზე "ვარიაციები"), "ცასა და დედამიწას შორის", არმანი(დიუმა–ეშტონი "მარგარიტა და არმანი"), ბალანჩინი–ჩაიკოვსკი "სერენადა", "ვესტერნ სიმფონია", "საგალობელი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 49



გააზიარე: