The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბაბუაძე

გიორგი ბაბუაძე
Date of birth:7 December, 1961  (62 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1980 წელს(სავიოლინო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს.

1986-1991წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი; 1985-1988წწ. ქ. ცხინვალის კამერული ორკესტრის I ვიოლინო, რუსთავის კამერული ორკესტრის I ვიოლინო; 1986-1991წწ. თბილისის ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი(ვიოლინო); 1991-1993წწ. თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრის პედაგოგი; 1989-1993წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1990-1993წწ. ბათუმის ოპერის თეატრის დირიჟორი; 1993-1996წწ. მილანის Orchestra Guido Canteli-ს I ვიოლინო; 1996-2001წწ. იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი; 2001 წლიდან Kansai Philarmonic Orchestra-ს კონცერტმაისტერი; 2001 წლიდან ქ. ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი; ლაურეატი მოწაფეები: კეიტა ჰორიე; მის რეპერტუარში არის: ვ. აზარაშვკილი "ნოკტიურნი", ნ. გაბუნია "იგავი", ნ. მამისაშვილი საორკესტრო პიესები, ს. ცინცაძე "მინიატურები", ასევე: მოცარტის, ვერდის, პუჩინის ოპერები, ინსტრუმენტული კონცერტები-მენდელსონი, პ. ჩაიკოვსკი; გასტროლებით იმოგზაურა: ლატვია, იაპონია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, სინგაპური, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, აშშ.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 51




Share: