The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო შარაშიძე

გიგო შარაშიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი შარაშიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1848
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1932  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზო
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყე, ჩოხატაურის რაიონი.

12 წლისა ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა რუსული წერა-კითხვის შესწავლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დედის გარდაცვალების გამო ვერ დაამთავრა. გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ხუთი წლის მერე მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში. ამ პერიოდში აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. 1905 წელს მასწავლებლად მუშაობდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელთ გახსნილ დამატებით კლასებში, შემდეგ ჭიათურის ქალთა სასწავლებელში. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა პრესაშიც წერდა, უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი ნაშრომები "ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშია ამპელოგრაფია" და "გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა" თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და ამ ნაშრომთა დიდი ღირსება აღნიშნა. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე საინტერესო წერილები გურიის სახალხო სკოლების ისტორიიდანაც. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და ბიოგრაფიები: nateba.webbreeze.net

ბიბლიოგრაფია

  • გურული ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, , 2014. - 87გვ.. - ISBN: 978-9941-0-6675-7
  • გურიის წარსულიდან : მოგონებანი, წერილები (ავტორი). - თბილისი, გურიის სულიერი და კულტ. ფასეულობების შესწ. და პოპულ. ცენტრი, 2006. - 192გვ.. - ISBN: 99940-62-66-2

გააზიარე: