The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ დოლიძე

ვლადიმერ დოლიძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1908
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1989  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს.

1932-1937წწ. იყო სახკინმრეწვის ხმის ჩამწერი საამქროს უფროსი; 1937 წლიდა მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; არის მრავალი ფილმის ხმის ოპერატორი, მათ შორის მხატვრული ფილმებისა: "დიადი განთიადი" (1938), "გიორგი სააკაძე" (1942-1943), "ჯურღაის ფარი" (1944), "ჭრიჭინა" (1954), "ბაში–აჩუკი" (1956), "შეხვედრა წარსულთან" (1966), "წუთისოფელი" (1971), "ვერის უბნის მელოდიები" (1973); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხმის ოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.475

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: