The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზია დოლიძე

ზია დოლიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით 1964 წელს; ნოვოროსიისკის საზღვაო ინსტიტუტის ინჟინერ–გემთწამყვანის ფაკულტეტი 1980 წელს.

მუშაობა დაიწყო შავი ზღვის სანაოსნოს(ოდესა) მეზღვაურად; 1965-1972წწ. მუშაობდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ; იყო სხვადასხვა ტანკერის, მათ შორის "ანაპის" კაპიტანი; 1968 წლიდან ბათუმის სანაოსნოშია; 1997-2004წწ. იყო საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში სამაშველო–საკორდინაციო ცენტრის სამმართველოს უფროსი; შორეული ნაოსნობის კაპიტანი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.475; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: