შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატა ბაგრამოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. "ბაგრატას" 17-18 წლის ასაკში სახელი გაუთქვამს თბილისსა და მთელ ამიერკავკასიაში, როგორც როგორც იშვიათ მომღერალსა და კარგ მუსიკოსს; მას იცნობდნენ აგრეთვე ოსმალეთსა და სპარსეთში; მისი დიდი მუსიკალური ნიჭი უყურადღებოდ არ დარჩენიათ არც გრამფირფიტების ფირმების მფლობელებს, მათ შორის იყო: "პატე–რეკორდი", "პრემიერ–რეკორდი", "სპორტ–რეკორდი", ეს ჩანაწერები დიდი ტირაჟით გამოდიოდა; ის ყოველთვის პირველ პრემიებს იღებდა თბილისში გამართულ მომღერალთა კონკურსებში; მომღერალს ხანდაზმულობამდე შერჩა კარგიხმა; ის კარგად უკრავდა დუდუკზეც. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 51 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |