The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატა ბაგრამოვი

ოფიციალური სახელი:ბაგრატ ბაგრამოვი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:1938  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

"ბაგრატას" 17-18 წლის ასაკში სახელი გაუთქვამს თბილისსა და მთელ ამიერკავკასიაში, როგორც როგორც იშვიათ მომღერალსა და კარგ მუსიკოსს; მას იცნობდნენ აგრეთვე ოსმალეთსა და სპარსეთში; მისი დიდი მუსიკალური ნიჭი უყურადღებოდ არ დარჩენიათ არც გრამფირფიტების ფირმების მფლობელებს, მათ შორის იყო: "პატე–რეკორდი", "პრემიერ–რეკორდი", "სპორტ–რეკორდი", ეს ჩანაწერები დიდი ტირაჟით გამოდიოდა; ის ყოველთვის პირველ პრემიებს იღებდა თბილისში გამართულ მომღერალთა კონკურსებში; მომღერალს ხანდაზმულობამდე შერჩა კარგიხმა; ის კარგად უკრავდა დუდუკზეც.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: