The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი

ოფიციალური სახელი:პეტრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი 1964 წელს(ვიოლონჩელო)ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (ვიოლონჩელო), 1978 წელს (სადირიჟორო).

1978–2005წწ. მუშაობდა ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დირიჟორად, 1986 წლიდან მთავარი დირიჟორი; პარალელურად: გორის მუსიკალური სასწავლებლის, თბილისის I და II მუსიკალური სასწავლებლის, N9 მუსიკალური სკოლისა და "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი (ვიოლონჩელო, კამერული კლასი, საკვარტეტო კლასი); 1993 წელს N9 მუსიკალურ სკოლაში დააარსა მოსწავლეთა კამერული ორკესტრი; მის რეპერტუარში იყო: შ. მილორავა "ყარამანი ცოლს ირთავს", ს. ცინცაძე "შვეიკ, შვეიკ, შვეიკ" (1976), ი. ბობოხიძე ოპერა–ბალეტი "ბურატინო", გ. ცაბაძე "იეთიმ გურჯი", ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", მიტჩ ლი "ლამანჩელი" (1980), ბოკი "მევიოლინე სახურავზე" (1981, პრემიერა); კამერულ–სიმფონიური რეპერტუარი: ს. ცინცაძე "მინიატურები", ვ. აზარაშვილი "ნოქტიურნი", "ძველი თბილისის სურათები", ს. ნასიძე "კამერული სიმფონია", აგრეთვე: კორელი, ვივალდი, ჰენდელი, ბახი, მოცარტი, ჰაიდნი, ბრამსი, დვორჟაკი; მისი მოწაფეები არიან (ლაურეატები): ს. სიდამონიძე, კ. დათუაშვილი, ე. მუჯირი, გ. ხელაია; გასტროლებით შემოიარა: სსრკ, პოლონეთი, ისრაელი (მუსიკალური კომედიის თეატრთან ერთად), გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი (მის მიერ დაარსებულ კამერულ ორკესტრთან ერთად).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: