Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ორახელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს. 1967–1969წწ. იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993წწ. ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.230; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.206 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |