The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ორჯონიკიძე

გივი ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1923
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 2001  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1945წწ. იყო 5245-ე საველე ქირურგიული ჰოსპიტლის ქირურგი; 1946-1961წწ. ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგის მოადგილე; 1961-1963წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების ხელმძღვანელი; 1963-1972წწ. კალინინის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1972 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ონკოლოგ-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენდოსკოპიის მნიშვნელობა ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენდოსკოპიის მნიშვნელობა ფილტვის ქირურგიაში", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: